გამოძალვა

გამოძალვა

E. extortion; blackmail შანტაჟი

სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, ან მათი ნივთის განადგურების, ან დაზიანების, ანდა სახელგამტეხი ცნობის გახმაურება ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რამაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით 6 თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 წლამდე. უფრო მკაცრად ისჯება გამოძალვა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით და ა.შ. (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 181).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……