განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა (მოძველებული ტერმინი – ინვალიდები) გენდერული დიფერე

განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა (მოძველებული ტერმინი – ინვალიდები) გენდერული დიფერე

სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში საზოგადოების განსაკუთრებით მოწყვლად, მარგინალიზებულ კატეგორიას განეკუთვნებიან განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. თუმცა ამ სოციალურ ფენაშიც არსებობს გენდერული დიფერენციაცია. პატრიარქალურ საზოგადოებაში „ინვალიდობის“ მქონე მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ხასაითდება ყველაზე დაბალი ცხოვრების დონით. იგი უფრო ხშირადაა სექსუალური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური აგრესიის სამიზნე შინ და გარეთ, ვიდრე მამაკაცი; ქალები არ არიან ჩართული ეკონომიკურ პროცესებში და მათ უფრო ნაკლები შანსი აქვთ პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თვითრეალიზაციისა. თუ მამაკაცი ასეთ მდგომარეოაბშიო თავისი სოციალური წრის საშუალებით მეტ-ნაკლებად მაინც ახერხებს განათლების მიღებას, გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში ჩართვას, დაქორწინებას, ამგვარი შესაძლებლობები ქალთათვის, ფაქტობრივად, მინიმალიზებულია. არსებობს განსხავვებული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო თუ ეროვნული დონის პოლისი, მაგრამ არ არსებობს ამგავრი კატეგორიის ქალთა სპეციფიკურ პრობლემებზე ორიენტირებული კანონმდებლობა თუ შეთანხმებები.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……