განსხვავებულობა

განსხვავებულობა – მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ცნობილი ჯიშებისაგან განსხვავება განაცხადის შეტანის დღისთვის; მცენარის ჯიში ცნობილად ითვლება, თუ მის შესახებ მონაცემები შეტანილია ოფიციალურ კატალოგში და საცნობარო ფონდებში, აღწერილი და გამოქვეყნებულია სპეციალურ ლიტერატურაში ან გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. სელექციონერის უფლების მოპოვების მიზნით მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის ან გასავრცელებლად დაშვების სხვა ქვეყანაში წარდგენილი განაცხადი მცენარის ჯიშს ცნობილად აღიარებს, თუ იგი იქნება სამართლებრივად დაცული ან გასავრცელებლად დაშვებული.   Source: საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……