გენდერული კონფლიქტი

გენდერული კონფლიქტი

კონფლიქტი, რომელსაც საფუძვლად უდევს მამაკაცისა და ქალის ინტერესების, ქცევის, ხასიათების დაპირისპირება. იგი შეიძლება იყოს როგორც შინაგანი, ასევე პიროვნებათშორისი და ჯგუფთაშორისი. შინაგანი კონფლიქტი ვითარდება გარეგან ე.წ. „საპასპორტო სქესსა“ და როლურ სტერეოტიპს შორის . პიროვნებათშორისი კონფლიქტი ვითარდება მამაკაცსა და ქალს შორის უფლებრივი, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური შეხედულებების სხვადასხვაობისას. ასეთი კონფლიქტი ზოგჯერ სტატუსების კონფლიქტადაც მოიხსენიება. ჯგუფთაშორისი დაპირისპირების მაგალითად კი შეიძლება წარმოდგენილ იქნას ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კონფლიქტი გარკვეული პოლიტიკური თუ კომერციული ინტერესების გამტარებელ გაერთიანებებთან, კორპორაციებთან, პარტიებთან, ელიტასთან.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……