გეოლოგიური საქმიანობა

გეოლოგიური საქმიანობა – გეოლოგიის სფეროში სამეწარმეო საქმიანობის მიზნით განხორციელებული რეგიონული გეოლოგიური, გეოლოგიურ – აგეგმვითი, გეოფიზიკური, გეოქიმიური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკოლოგიური, ლითოლოგიური, ვულკანოლოგიური, სტრატიგრაფიული, პალეონტოლოგიური, ტექტონიკური, მეტალოგენიური, მინერალოგიური და გეომორფოლოგიური საქმიანობა, აერო და კოსმო მასალების გეოლოგიური დეშიფრირება და ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა-ძიებაზე ორიენტირებული საქმიანობა.   Source: საქართველოს კანონი „გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……