დამცველი

დამცველი

E. difender, protector

სისხლის სამართლის პროცესში პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას. დამცველი საქმეში მონაწილეობისათვის დაიშვება დაკავების, დაპატიმრებისა და ბრალდების წაყენების მომენტიდან. დამცველად დაიშვებიან ადვოკატთა კოლეგიის წევრები, პროფესიული კავშირების და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები თავიანთ წევრთა საქმეებზე, ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის ნათესავები, აგრეთვე, მათ მიერ მოწვეული სხვა პირები. დამცველად შეიძლება დაშვებული იყვნენ უცხოელი ადვოკატები. ადვოკატი საქმეში მონაწილეობს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავების, აგრეთვე, მათთან შეთანხმებით სხვა პირების მოწვევით. შეთანხმების პირობებს მხარეები განსაზღვრავენ (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 78 – 80).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. დამცველი – პირი, რომელიც იცავს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის ინტერესებს წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში საქმის განხილვისას.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……