დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ

დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ

E. Crime against humanity

საერთაშორისო დანაშაულის ერთ-ერთი კატეგორიაა, რომელიც გამოიკვეთა ნიურნბერგის ტრიბუნალის (იხ. ნიურნბერგის პროცესი) წესდებით (8.VIII.1945) და შემდგომ, განსაკუთრებით სეპარატიზმის თარეშის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო, აუცილებელი გახდა ამ დანაშაულთა ცალკე კატეგორიად გამოყოფა იუგოსლავიისა და რუანდის თაობაზე სამხედრო ტრიბუნალების წესდებებისა (იხ. ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი, რუანდის თაობაზე საერთაშორისო ტრიბუნალი) და თვით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუსშიც. დღეისათვის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულად ითვლება მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, მისი განადგურება, დამონება, დეპორტაცია, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, ადამიანთა დევნა პოლიტიკური, რელიგიური თუ რასობრივი ნიშნის მიხედვით, აგრეთვე სხვა არაადამიანური აქტები. დაწ-ს მიეკუთვნება ეთნიკური წმენდა.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……