დასაქმება

დასაქმება

E. Employment

დასაქმება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. უმუშევრობამ 2000 წლის მაჩვენებლებით 11%-ს მიაღწია. ამ პრობლემის დასაძლევად 1993 წელს ევროკომისიამ გამოსცა ე.წ. თეთრი წიგნი, რომელიც ეკონომიკური ზრდის საკითხებს, კონკურენციის ხელშეწყობას და უმუშევრობის პრობლემას ეხებოდა. ამის შემდეგ, 1994 წლის დეკემბერში, ესსენის ევროპულმა საბჭომ დასაქმების სფეროში პრიორიტეტები განსაზღვრა: უმუშევრობის შემცირება პროფესიულ გადამზადებაში ინვესტიციების ხელშეწყობით; შრომის არასახელფასო ხარჯების შემცირება; შრომის ბაზრის ეფექტურობის გაზრდა; უმუშევრობისაგან დაზარალებულ პირთა დახმარების სისტემის გაუმჯობესება. ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ დასაქმება ევროგაერთიანების ერთ-ერთ მთავარ მიზნად იქცა. გაერთიანებას დაეკისრა პასუხისმგებლობა, წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეიმუშაოს დასაქმების კოორდინირებული სტრატეგია. ამ მიზნით ევროგაერთიანების ხელშეკრულებას დაემატა ახალი თავი დასაქმების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს; გაერთიანების საერთო პოლიტიკაში დასაქმების პრობლემების ასახვას; კოორდინაციის მექანიზმის შექმნას ევროგაერთიანების დონეზე (საბჭოს მიერ დასაქმების პრინციპების შემუშავება და წევრი სახელმწიფოების მიერ მათი განხორციელება); საბჭოს მიერ კვალიფიციური უმრავლესობით წამქეზებელი ზომების მიღებას, მათ შორის, საცდელი პროექტების განხორციელებასაც.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……