დასვენების დრო

დასვენების დრო

E. time of rest

კალენდარული დროის ის ნაწილი, რომლის დროსაც მუშაკი განთავისუფლებული უნდა იყოს შრომითი მოვალეობის შესრულებისაგან. დასვენების დრო მუშაკს შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს თავისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ხუთდღიანი სამუშაო კვირის დროს მუშაკს ეძლევა ორი დასვენების დღე კვირაში, ექვსდღიანი სამუშაო კვირის დროს კი – ერთი დასვენების დღე. ყოველკვირეული განუწყვეტელი დასვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ ორმოცდაორი საათისა. საერთო დასვენების დღე არის კვირა. ხუთდღიანი სამუშაო კვირის დროს მეორე დასვენების დღე, თუ იგი განსაზღვრული არ არის კანონმდებლობით, წესდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მუშაობის განრიგით. ორივე დასვენების დღეს, როგორც წესი, აძლევენ ერთად (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 57-59).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……