დეკლარაცია თანამდებობის პირის

დეკლარაცია თანამდებობის პირის

E. declaration of public official/functionary/official

თანამდებობის პირის ეკონომიკური ინტერესების განცხადებისა და გამოქვეყნებისთვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელსაც ავსებენ თანამდებობის პირები. განასხვავებენ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციებს. ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციების შევსება და წარდგენა ევალება თანამდებობის პირს: თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველი წლის პირველიდან 30 აპრილამდე; თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში პირველიდან 30 აპრილამდე. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება და წარდგენა ევალება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრით გათვალისწინებულ თანამდებობაზე გასამწესებელ პირს („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 14).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……