დეკლარაცია

დეკლარაცია

E. Declaration

1) ორი ან რამდენიმე სახელმწიფო განცხადება, რომელიც სახავს მხარეთა საგარეო პოლიტიკის გარკვეულ გეზს ან გამოხატავს მათ შეხედულებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა სფეროში;

2) ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო პოლიტიკური აქტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია მხარეთა პოლიტიკური ვალდებულებანი, საერთაშორისო ვიტარების ერთობლივი ხედვა, სასურველი საერთაშორისოსამართლებრივი პრინციპების ნუსხა და სხვ.;

3) ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი აქტი, რომლითაც სახელმწიფოები ცნობენ ამა თუ იმ ქცევის წესის იურიდიულად სავალდებულო ძალას (მაგ.: ეუთოს 1975 წლის დასკვნით აქტში არსებული დეკლარაცია, სახელმწიფოს ცალმხრივი აქტი ნეიტრალიტეტის შესახებ და სხვ.).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

რაიმეს გამოცხადება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. declaration, manifest

Fr. declaration

L. declaratio განცხადება

1. განაცხადი, საჯარო დოკუმენტი, რომელიც ასახავს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს მისი დანიშნულებიდან გამომდინარე;

2. გადასახადის გადამხდელის განაცხადი თავისი შემოსავლის, ქონების რაოდენობის შესახებ;

3. საერთაშორისო სამართალში ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზეიმო აქტი, რომელშიც შეთანხმებულია ზოგადი პრინციპები და მიზნები;

4. საკონსტიტუციო სამართალში ცალკეული პოლიტიკურ-იურიდიული აქტი, რომლის მიზანია მისცეს დოკუმენტს საზეიმო ხასიათი და ხაზი გაუსვას მის მნიშვნელობას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. დეკლარაცია – Declaration  – [ლათ.declaratio]-1.ოფიციალური, საზეიმო გამოცხადება რაიმე აქტისა, კანონისა, ძირითადი პრინციპებისა მთავრობის ან პარტიის სახელით; თვით დოკუმენტი, რომლითაც ასეთი აქტი, კანონი არის გადმოცემული. 2.ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს განცხადება საერთაშორისო პოლიტიკის რაიმე საკითხზე. 3.(ფინანს.). გადასახადის გადამხდელის განცხადება თავისი შემოსავლის, ქონების რაოდენობის შესახებ.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……