დენომინაცია

დენომინაცია

E. denominaion

G. denomination

L. denominatio გადარქმევა

1. ინფლაციის რეგულირების უპირატესად ტექნიკური მეთოდი, რომელიც ხორციელდება ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის, ანგარიშსწორების გამარტივების მიზნით. დენომინაციისას მიმოქცევაში არსებული ფულადი ნიშნები იცვლება უფრო მსხვილი ნომინალის მქონე ფულადი ნიშნებით;

2. ქვეყანაში ფულის მიმოქცევის მოწესრიგების, აღრიცხვისა და ანგარიშსწორების გაადვილების მიზნით ეროვნული ფულის ერთეულის გამსხვილება დაწესებული თანაფარდობის მიხედვით ძველი ფულის ნიშნების ახალზე გადაცვლის მეშვეობით (“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 75).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. დენომინაცია – ქვეყანაში ფულის მიმოქცევის მოწესრიგების, აღრიცხვისა და ანგარიშსწორების გაადვილების მიზნით ეროვნული ფულის ერთეულის გამსხვილება დაწესებული თანაფარდობის მიხედვით, ძველი ფულის ნიშნების ახალზე გადაცვლის მეშვეობით.   Source: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……