დისციპლინა
E. discipline
Fr. discipline
G. diziplin
L. disciplina რჩევა დარიგება, აღზრდა
1. მეცნიერების დამოუკიდებელი სფერო;
2. განსაზღვრული ორგანიზაციის ყველა წევრის მყარად დადგენილი წესებისადმი სავალდებულო დაქვემდებარება;
3. თავშეკავება, მკაცრი წესრიგისკენ მიდრეკილება.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ამ სიტყვას აქვს ორი მნიშვნელობა:
1. მტკიცედ დადგენილი მოქცევის წესი, რომლის დაცვაც სავალდებულოა ამა თუ იმ საზოგადოების (კლასი, კოლექტივი, სკოლა, თემი, ჯგუფი და სხვა) ყველა წევრისათვის. აქედან იწარმოება სიტყვები: დისციპლინური, დისციპლინარული, სადისციპლინო, უდისციპლინო და ა.შ.
2. რაიმე მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი; სასწავლო საგანი (მაგ: საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივი ან მათემატიკური დისციპლინები).
Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……