ეგალიტარული სახელმწიფო პოლიტიკა

ეგალიტარული სახელმწიფო პოლიტიკა

(ფრანგ. egalitee – თანასწორობა) – ეგალიტარიზმზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკა მოიაზრებს ქალისა და მამაკაცის უპირობო თანასწორუფლებიანობას, როდესაც ყოველ მოქალაქეს სქესის მიუხედავად რეალურად ექმნება განვითარების, თვითრეალიზების თანაბრი და სრული პირობები. ამგვარი პოლიტიკა გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, იბრძვის გენდერული ასიმეტრიის დასაძლევად. ეგალიტარული პოლიტიკის მიმართულებებია: პროფესიული მოღვაწეობის ყველა სფეროში მამაკაცებისა და ქალების თანაბრი მონაწილეობა, გენდერული სტერეოტიპების დაძლევა, ქალებისა და მამაკაცებისათვის სრული განათლების ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში თანაბარი მონაწილეობისათვის ხელშეწყობა. ბუნებრივია, მიზნის მისაღწევად საჭიროა როგორც სამართლებრივი ბაზის არსებობა, ასევე, რეალობიდან გამომდინარე, სპეციალური ზომების მიღება. მათ შორის ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა – ქალთა საკითხების გათვალისწინება ბიუჯეტის შედგენის თუ საგადასახადო პოლიტიკის დაგეგმვის დროს.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ.: კავკას. სახლი, 2003 – 112გვ.; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……