ეგზისტენციალური სოციოლოგია

ეგზისტენციალური სოციოლოგია

რაციონალობაზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება ე. ს–ს სოციოლოგიური თეორიების ნაკლად მიაჩნია და ამის გამო რაციონალობას უარყოფს. ე.ს. ემყარება იდეას, რომლის თანახმადაც ინდივიდები არსებითად სიტუაციურნი (ეგზისტენციალურნი) არიან ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები ისეთივენი არიან, როგორიცაა თვით სამყარო: ქაოსური, ცვალებადი, არამდგრადი. ადამიანს ასეთ სამყაროში მხოლოდ მაშინ შეუძლია გადარჩეს, თუკი თვით დაემსგავსება ამ სამყაროს. ადამიანი თავისი ბუნებით ირაციონალურია. ეგზისტენციალისტების აზრით, სოციოლოგია უნდა იკვლევდეს მოტივაციისა და მოქმედების ირაციონალურ, ემოციურ და აფექტურ მხარეს, რადგან სწორედ ეს მხარეა რეალური. მერლო–პონტი ხაზს უსვამდა „ველურ ყოფიერებას“ (être sauvage) ადამიანში. ე.ს. განიხილავს ადამიანის იმ მხარესა და ჩანაფიქრებს, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს ძნელად უზიარებენ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……