ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავი

ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავი

E. Title VI of the EU treaty

მაასტრიხტის ხელშეკრულების მეექვსე თავი, ანუ ევროკავშირის მესამე საყრდენი, მოიცავს დებულებებს, რომლებიც შეეხება წევრ სახელმწიფოთა თანამშრომლობას მართლმსაჯულებისა და შინაგანი საქმეების სფეროში. ამსტერდამის ხელშეკრულებამ მრავალი ის სფერო, რომელსაც ევროკავშირის ხელშეკრულების ეს თავი ითვალისწინებდა, გადაიტანა ევროგაერთიანების ხელშეკრულების ახალ მეოთხე თავში (ვიზები, თავშესაფარი, იმიგრაცია და პირთა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები). სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიციისა და სასამართლო თანამშრომლობა კვლავ ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავით რეგულირდება. ევროგაერთიანების ხელშეკრულების მეოთხე თავი და ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავი ევროპის კავშირში თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სივრცის შექმნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენენ.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……