ეკლესია

ეკლესია

1. ძველ საბერძნეთში სახალხო კრების ყველაზე უფრო გავრცელებული სახელწოდება. დემოკრატიულ პოლისებში (მაგ. ათენში, ძვ.წ. V ს.) სახელმწიფოს უმაღლესი ორგანო იყო. მას ჰქონდა სრული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლება, ირჩევდა თანამდებობის პირებს და ახორციელებდა მათზე მუდმივ კონტროლს. 2. რელიგიური ორგანიზაცია, სარწმუნოებისა და კულტის ერთიანობაზე დამყარებული ამა თუ იმ რელიგიის მიმდევართა გაერთიანება, ადგილი, სადაც სრულდება რელიგიური რიტუალები. მისი ძირითადი განმასხვავებელი ნიშნებია: მეტ–ნაკლებად დამუშავებული დოგმატური და საკულტო სისტემა, იერარქიული ხასიათი და მმართველობის ცენტრალიზაცია, მორწმუნეთა დაყოფა კულტის პროფესიულ მსახურებად (სამღვდელოება) და რიგით მორწმუნე ერისკაცებად (მრევლი). ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გამწვავებასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტად იზრდება ე–ის როლი როგორც ცალკეული ქვეყნების შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……