ეკონომიკური და სოციალური ურთიერთგათანაბრება

ეკონომიკური და სოციალური ურთიერთგათანაბრება

E. Economic and Social Cohesion

ეკონომიკური და სოციალური ურთიერთგათანაბრების პოლიტიკა სათავეს იღებს რომის ხელშეკრულებიდან (ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება) და გულისხმობს ევროპის რეგიონთა განვითარების დონეებს შორის განსხვავებების შემცირებას. მიუხედავად ამისა, ევროგაერთიანებამ მხოლოდ 1970-იან წლებში მოახერხა ამ სფეროში წევრ სახელმწიფოთა ეროვნული პოლიტიკის კოორდინაცია და დამატებითი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა. მაშინ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისი აღმოჩნდა. საერთო ბაზრის შექმნამაც ვერ შეძლო სხვადასხვა რეგიონების განვითარების განსხვავებული დონეების გათანაბრება. ერთიანი ევროპული აქტის მიღების შემდეგ (1986 წ) ევროგაერთიანების რეგიონთა ეკონომიკური და სოციალური ურთიერთგათანაბრება, საერთო ბაზრის შექმნასთან ერთად, გაერთიანების ერთ-ერთ მიზნად იქცა. ეკონომიკური და სავალუტო კავშირისათვის მზადების პროცესში ერთიანმა ევროპულმა აქტმა ევროგაერთიანებას რეგიონული განვითარების პოლიტიკაში გადამწყვეტი ზომების გატარებისათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა. მაასტრიხტის ხელშეკრულებამ დაასრულა ეკონომიკური და სოციალური ურთიერთგათანაბრების პოლიტიკის ინკორპორაცია (გადატანა) ევროგაერთიანების ხელშეკრულებაში (მუხლები 158-162) ეს პოლიტიკა ევროკავშირის ქვეყნებსა და რეგიონებს შორის სოლიდარობას ემყარება და გულისხმობს დაბალანსებულ და მდგრად განვითარებას ევროპის კავშირში მისი მიზანია ევროპის რეგიონებს შორის სტრუქტურული უთანასწორობის შემცირება და თითოეული პიროვნების უზრუნველყოფა თანაბარი შესაძლებლობებით. პრაქტიკაში ეს გაერთიანების მიერ რეგიონებისათვის გამოყოფილი დაფინანსების, კერძოდ, სტრუქტურული ფონდების საშუალებით ხორციელდება. მინისტრების საბჭო, კომისიის წინადადების საფუძველზე, პარლამენტის თანხმობის მიღებისა და ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან და რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ, ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას სტრუქტურული ფონდების მიზნებისა და მათი გამოყენების შესახებ. ეკონომიკური და სოციალური ურთიერთგათანაბრების პოლიტიკას ევროგაერთიანების ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილი უკავია. მაგალითად 1994-1999 წლებში მას ბიუჯეტის 35% ეკავა. მისი მნიშვნელობა ისევ აისახა ევროგაერთიანების 2000-2006 წლების ფინანსურ პერსპექტივაში.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……