ენტროპია

ენტროპია – (ინტ.) entropy ინფორმაციის თეორიის ფუნდამენტური ცნება, რომელიც საინფორმაციო სისტემის შინაგანი მოუწესრიგებლობის ზომას განსაზღვრავს. ჩაკეტილი სისტემის ენტროპიას და მოუწესრიგებლობას ყოველთვის ზრდის ტენდენცია გააჩნია; თუ სისტემა, ვთქვათ, ლოკალური ქსელი, ჩაკეტილი არაა და ერთის მხრივ, ურთიერთქმედებს მომხმარებლებთან და მეორე მხრივ ინტერნეტთან, მისი ენტროპია ზრდის ნაცვლად შეიძლება შემცირდეს და ნიშანიც კი შეიცვალოს; რადგან ენტროპია, თავისი განმარტებით, არსობრივად დადებითი ინტეგრალური (არაკლებადი) სიდიდეა, ასეთ შემთხვევაში, (ლ. ბრილიუენის თანახმად), პირობითად თვლიან, რომ სისტემაში უარყოფითი, ნეგენტროპიული პროცესი, ანუ ინფორმაციის მიღების პროცესი მიმდინარეობს, რაც ამცირებს სისტემის შინაგანი მოუწესრიგებლობის დონეს.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……