ეროვნული ბანკის საბჭო

ეროვნული ბანკის საბჭო

E. board of national bank

ეროვნული ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანო ცხრა წევრის შემადგენლობით. იგი უფლებამოსილია განსაზღვროს ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ბანკის ოპერაციების ლიმიტები, პროცენტული განაკვეთები ბანკის სააღრიცხვო და სასესხო ოპერაციების მიხედვით ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი სავალდებულო რეზერვების დონე; დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტი; ზედამხედველობა გაუწიოს მათ განხორციელებას; დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი; წარადგინოს წინადადებები ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მოცულობაში ცვლილებების შეტანის შესახებ; შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები; განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური მოხსენებები და საფინანსო ანგარიშგებანი. საბჭოს წევრად პარლამენტის მიერ შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე ქვეყნის პრეზიდენტის წარდგინებით. მათი უფლებამოსილების ვადაა 7 წელი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო სამ ვიცე-პრეზიდენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი (წყარო: საქართველოს ორგანული კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ“).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……