ექსპრესიონიზმი

ექსპრესიონიზმი

E. expressionism

Fr. expressionisme, expression გამოსახვა, გამომსახველობა

მიმართულება მე-20 ს-ის ევროპის ხელოვნებასა და ლიტერატურაში; წარმოიქმნა როგორც თანამედროვე საზოგადოების კრიზისული მდგომარეობის გამოძახილი; ე.-თვის დამახასიათებელია ფორმათა მძაფრი აქტივობა, მომეტებული ემოციურობა, მკვეთრი ფერები, გროტესკულობა, მხატვრული სახეების ინტენსიური დეფორმაცია; ე.-ის ფორმები წარმოადგენს სხვადასხვა იდეოლოგიური ტენდენციის ხორცშესხმას – დაწყებული მისტიკით და პესიმიზმით, და დამთავრებული სოციალური კრიტიკითა და რევოლუციური მოწოდებებით; ე.-ის მიმდევრები თავიანთ ძირითად ამოცანად თვლიდნენ მხატვრის შინაგანი სამყაროს, მისი სუბიექტური შემოქმედებითი განცდების ასახვას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……