ვოტუმი

ვოტუმი

ინგლისურენოვან პოლიტიკურ ლიტერატურაში ზოგადად კენჭისყრის აღსანიშნავად გამოიყენება. ქართულ პოლიტიკურ პრაქტიკაში იგი დამკვიდრდა უფრო ვიწრო მნიშვნელობით, რაც გულისხმობს მთავრობის ან მისი რომელიმე წევრის პოლიტიკისადმი ნდობის ან უნდობლობის გამოცხადებას კენჭისყრის საშუალებით. უნდობლობის ვ–ის გამოტანას მთავრობის გადადგომა მოსდევს. კენჭისყრა შეიძლება განხორციელდეს ხელის აწევით ან ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. პროცედურის კონკრეტული სახე დამოკიდებულია ქვეყნის საპარლამენტო ტრადიციასა და რეგლამენტზე.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. vote

L. votum სურვილი, ნება

სახელმწიფო სამართალში: კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილება.

ა) ნდობის ვოტუმი – საპარლამენტო მმართველობის სახელმწიფოებში მიღებული საპარლამენტო პრაქტიკა, მთავრობის, ცალკეული მინისტრის კანონპროექტის, განსაზღვრული აქციის, პოლიტიკური ხაზის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მოწონება;

ბ) უნდობლობის ვოტუმი – ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო ქმედება, რომლის სამართლებრივი შედეგია: მთავრობის გადადგომა და ახალი მთავრობის ფორმირება, ან პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

2. ვოტუმი – Vote of Confidence  – [ლათ. votum] ხმის მიცემით მიღებული გადაწყვეტილება. ქართულ პოლიტიკურ პრაქტიკაში იგი დამკვიდრდა უფრო ვიწრო მნიშვნელობით, რაც გულისხმობს მთავრობის ან მისი რომელიმე წევრის პოლიტიკისადმი ნდობის ან უნდობლობის გამოცხადებას კენჭისყრის საშუალებით    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……