ინტერესთა ჯგუფები

ინტერესთა ჯგუფები

სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ გავლენის მოხდენას სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებაზე, ამასთან არ აცხადებენ პრეტენზიას სახელმწიფო პოსტებზე. მათი დახმარებით დემოკრატიულ პროცესში ჩართულია მოსაზრებათა მთელი სპექტრი. ამგვარი პლურალიზმი სახელმწიფოსა და ინდივიდებს შორის არსებული კავშირითაა განპირობებული.

განასხვავებენ „შიდა” ჯგუფებს, რომლებიც პერიოდულ კონსულტაციებს უწევენ ხელისუფლებას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური კურსის ფორმირებასა და მის განხორციელბაში და „გარე” ჯგუფებს, რომლებსაც, ხელისუფლება ნაკლებად ცნობს. ასევე განასხვავებენ ჯგუფებს, რომლებიც თავიანთ ინტერესებს იცავენ (პროფესიული და ფერმერული კავშირები) და იმ ჯგუფებს, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური კურსის მხარდამჭერები არიან (“ზეწოლის” ჯგუფები).

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. interest groups

ადამიანთა ასოციაცია, რომელიც ორგანიზებულია გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოსახდენად ან რაიმე საქმის წინ წასაწევად; ამასთან, მისი წევრები არ მიისწრაფვიან მოახდინონ მთავრობის ფორმირება ან შევიდნენ მის შემადგენლობაში.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……