ინტერნეტის მომხმარებელთა მოტივაცია

ინტერნეტის მომხმარებელთა მოტივაცია – (ინტ.) internet user motivations სურვილები და განზრახვები, რომლებიც იწვევენ მომხმარებლის აქტივობას და განაპირობებენ მისი მუშაობის მიმართულებებს ქსელურ საინფორმაციო სივრცეში. გამო ყოფენ მოტივაციის ქვემოჩამოთვლილ ტიპებს, რომლებიც განლაგებული არიან მათი მნიშვნელოვნობის კლებადობის პრინციპის მიხედვით: საქმიანი, შემეცნებითი, თანამშრომლობითი, თვითრეალიზაციის, აფილატიური (სოციალური არსის გამოხატვა), რეკრეაციული და სათამაშო, თვითდამკვიდრების, კომუნიკაციური. მომხმარებელთა მოტივაცია იცვლება დროის მიხედვით: თანდათან მცირდება საქმიანი და პროფესიული მოტივების ხვედრითი წონა და იზრდება კომუნიკაციური (ურთიერთობითი), კორპორაციული (საზოგადოებრივი) და შემოქმედებითი შინაარსის მქონე მოტივების ხვედრითი წონა.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……