ინტერნეტის სამეცნიერო მეთოდები

ინტერნეტის სამეცნიერო მეთოდები – (ინტ.) ქსელური საინფორმაციო სივრცის თეორიული და პრაქტიკული ათვისების წესების,ხერხებისა და ოპერაციების ერთობლიობა. გამოიყენება ამ სივრცის შესახებ ცოდნის მისაღებად და გასაღრმავებლად. ზოგადი მეთოდებია: ანალიზი, სინთეზი, აბსტრაჰირება, შედარება, ინდუქცია, დედუქცია, ანალოგია და სხვ. სპეციფიური მეთოდებია: მათემატიკის, სტატისტიკის, ელექტრონიკის, კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, პოლიტოლოგიის და სხვა დისციპლინების ზოგადსამეცნიერო მეთოდები. პრაქტიკული მეთოდებია: დაკვირვება, გაზომვა, ექსპერიმენტი, მოდელირება და სხვ. ლოგიკური მეთოდებია: მტკიცება, განმარტება, შედეგების გამოყვანა და სხვ. ინტერნეტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამეცნიერო – შემოქმედებითი მეთოდები, რომლებშიც მეცნიერული გამოკვლევის პროცესი შერწყმულია გამოგონებებთან, ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შექმნასთან.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……