ინტერნეტ – არჩევნები

ინტერნეტ – არჩევნები – (ინტ.) Internet vote ინტერნეტის საშუალებით ხმის მიცემის სხვადასხვა ფორმა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიდან დაწყებული და რეფერენდუმებითა და პო ლიტიკური არჩევნებით დამთავრებული. სპეციალურ საარჩევნო ვებ – კვანძზე ამომრჩეველი იღებს ელექტრონულ ბიულეტენს და აკეთებს არჩევანს. არჩევანის ნამდვილობა ციფრული ხელმოწერით დასტურდება. ამ ტექნოლოგიის ძირითად პრობლემებს არჩევანის საიდუმლოების შენახვა, ელექტრონული ბიულეტენებით სხვადასხვა მაქინაციები და ჰაკერთა შეტევები წარმოადგენენ. რიგ ქვეყნებში ასეთი არჩევნები უკვე ტარდება, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ მომავლის ჰიპოთეზური „ ელექტრონული მთავრობის“ არსებობის დროს მიენიჭებათ.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……