ინფორმაციული ურთიერთქმედება

ინფორმაციული ურთიერთქმედება – (ინტ.) information interaction ინფორმაციის ურთიერთგაცვლის პროცესი, რომელსაც ინფორმაციის თუნდაც ერთი მიმღების ცოდნის შეცვლა მოჰყვება; ცოცხალ და ტექნიკურ სისტემებში, საინფორმაციო ურთიერთობათა რთული იერარქია არსებობს, რომელიც დაფუძნებულია ორ ზოგად სქემაზე: გადამცემი – კოდირების მოწყობილობა – კავშირის არხი ხელშეშლებით – დეკოდირების მოწყობილობა –  – მიმღები (კლოდ შენონის კლასიკური სქემა); 2) ნორბერტ ვინერის მართვის სქემა, სადაც ინფორმაციის პირდაპირ ნაკადთან ერთად მოქმედებს უკუნაკადი, რომელიც გადასცემს ინფორმაციას მართული ობიექტის მდგომარეობაზე. გამოყენებითი ტიპის ამოცანების გადაწყვეტის დროს, მომხმარებელთა შორის ინფორმაციული ურთიერთ ქმედების ოპტიმალური პირობების შექმნა, თავისი არსით, ინტერნეტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……