ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურა

საზოგადოების ან ორგანიზაციის საბაზისო ფიზიკური სტრუქტურა, დაგროვილი კაპიტალური აღჭურვილობის ფონდი. ეს შეიძლება იყოს ტრანსპორტის საშუალებები, სკოლები, ფაბრიკები და ა.შ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. infrastructure

G. infrastruktur

L. infra ქვეშ + structura შენობა წესრიგი

სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც დაქვემდებარებული, დამხმარე ხასიათი აქვს, მაგრამ მთელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს. ფართო გაგებით იგი უზრუნველყოფს კვლავწარმოების პროცესის გარეგანი პირობების შექმნას, წარმოადგენს მეურნეობის განსაკუთრებულ სფეროს, რომელიც მომსახურებას უწევს როგორც წარმოების, ისე მიმოქცევის სფეროს. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ინფრასტრუქტურა იყოფა ოთხ დარგობრივ ჯგუფად. ესენია: წარმოების, სოციალური, ინსტიტუციონალური და ეკოლოგიური.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ინფრასტრუქტურა – საინჟინრო–ტექნიკური და სოციალური მომსახურების, ასევე საკომუნიკაციო ობიექტების, ნაგებობებისა და ქსელების ერთობლიობა.   Source: საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……