ისია

ისია

ძალზე ფართო მნიშვნელობით ტერმინი აღნიშნავს ვინმეს (პიროვნების, ხალხის) მოწოდებას, გარკვეულ ვალდებულებას, რომლის აღსასრულებლადაც ეს სუბიექტია მოვლენილი ამქვეყნად. უფრო ვიწრო მნიშვნელობით ტერმინი აღნიშნავს რომელიმე ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომელსაც სათავეში უდგას სპეციალური რწმუნებული ან დესპანი. ტერმინი ასევე შეიძლება შეგვხვდეს რამდენიმე სხვა მნიშვნელობით. ერთი, როგორც ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ მეორე ქვეყანაში სპეციალური (სამხედრო, ეკონომიკური) დავალებით წარგზავნილ ადამიანთა ჯგუფის აღმნიშვნელი. მეორე, როგორც საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დელეგაცია. დაბოლოს, ტერმინი გამოიყენება იმ რელიგიური ორგანიზაციის აღსანიშნავადაც, რომელიც მივლენილია რომელიმე ქვეყანაში საკუთარი კონფესიის ინტერესების შესაბამისად.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. mission

G. mission

Fr. mission

L. mittere გაგზავნა

1. საპასუხისმგებლო ამოცანა, როლი, დავალება;

2. მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელსაც დესპანი მეთაურობს;

3. სპეციალური დანიშნულების დიპლომატიური დელეგაცია.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……