კალვინიზმი

კალვინიზმი

რელიგიური მიმდინარეობის სახელწოდება. დაკავშირებულია მის დამაარსებელთან, რეფორმატორ ჟან კალვინთან, ჟენევიდან (1509-1564 წწ.). დოქტრინა – ბიბლია რწმენის ერთადერთი წყარო, აღიარებს მოძღვრებას მხოლოდ რწმენით გამართლების (ცხონების) შესახებ, საეკლესიო წეს-ჩვეულებებს განიხილავს როგორც რელიგიური კავშირების დამხმარე საშუალებებს, უარყოფს ხატების, წმინდანების, ღვთისმშობლის კულტს; მხარს უჭერს „იაფ ეკლესიას“, სადაც ღვთისმსახურება ამოიწურება ბიბლიის კითხვით, ფსალმუნების გალობითა და ქადაგებებით. ლუთერანობისგან განსხვავებით უარყოფს ეკლესიის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებას. აღნიშნული რელიგიური სისტემა ზოგიერთი შესწორებით მიიღო რეფორმატორულმა და პრესვიტერიანულმა ეკლესიებმა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……