კანონმდებლობა

კანონმდებლობა

E. Legislation

1. სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს ზოგადად, ან საზოგადოებრივი ურთიერთობების ერთ რომელიმე სახეს (მაგალითად, სამოქალაქო კ., სისხლის სამართლის კ. და ა.შ.).

2. სახელმწიფოს მიერ თავისი ფუნქციების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი, რაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონების გამოცემით გამოიხატება.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. legislation

საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობა. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის (მუხლი 5) თანახმად, საქართველოს კანონმდებლობას ქმნიან საქართველოს საკანონმდებლო აქტები (საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი) და კანონქვემდებარე აქტები (საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის, მინისტრის და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატის აქტები).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კანონმდებლობა – Legislation  – 1. სახელმწიფოში მოქმედ კანონთა ან სამართლის ცალკეული დარგის კანონთა ერთობლიობა. 2. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს სამართალშემოქმედებითი საქმიანობა – კანონების გამოცემა    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……