კომისიის შემადგენლობა

კომისიის შემადგენლობა

E. Composition of the Commission

კომისიის შემადგენლობის საკითხი მწვავედ დადგა ორი სამთავრობათშორისო კონფერენციის დროს, რომლებიც ორი ხელშეკრულების – ამსტერდამის (1996) და ნიცის (2000) – ხელმოწერით დასრულდა. ამსტერდამის ხელშეკრულებაში ამ მხრივ ცვლილებები არ განხორციელებულა. მაშინ უმთავრეს პრობლემას კომისიის ეფექტურობის ამაღლება, კოლექტიური პასუხისმგებლობისა და ლეგიტიმურობის გაზრდა წარმოადგენდა \nმოსალოდნელმა გაფართოებამ კომისიის შემადგენლობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა. ამ საკითხის გადაწყვეტა ნიცის ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. 2005 წლის 1 იანვრიდან კომისიის შემადგენლობაში შევა თითოეული წევრი სახელმწიფოს ერთი წარმომადგენელი. ახალ წევრ სახელმწიფოს უფლება ექნება, ჰყავდეს კომისიის ერთი წევრი გაწევრიანებისთანავე. ხოლო მას შემდეგ, რაც კავშირის წევრთა რაოდენობა 27-ს შეადგენს (2007 წლიდან), კომისიის წევრები დაინიშნებიან წევრ სახელმწიფოთა შორის როტაციის წესით.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……