კომისიონერი

კომისიონერი

E. business tout, merchandise agent, middleman, salesman

1. პირი, რომელიც საქონლის ან უფლებების რეალიზაციის ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით, ოღონდ სხვისი ხარჯით (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხლი 11. 1; 2);

2. პირი, რომელიც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით და სათანადო აქტის საფუძველზე დანიშნულია ამ მარეგულირებელი ორგანოს წევრად, აგრეთვე საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსი („დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კომისიონერი – პირი, რომელიც ამ კანონითა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით, სათანადო აქტის საფუძველზე დანიშნულია ამ მარეგულირებელი ორგანოს წევრად.   Source: საქართველოს კანონი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……