კომპენსაცია

კომპენსაცია

E. compensation

G. kompensation

Fr. Compensation

L. compensatio ანაზღაურება, გათანაბრება

1. რაიმეს სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება, გასამრჯელო;

2. ფულადი თანხა, რომელიც გაიცემა დასვენების დღეს მუშაობის, ზეგანაკვეთური მუშაობის, მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, ტერიტორიულად სხვა ადგილას სამუშაოდ გადაყვანასთან ან გაგზავნასთან დაკავშირებით, საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების საჭიროებისთვის გამოყენებული მუშების, მოსამსახურეების კუთვნილი ინსტრუმენტების გაცვეთისათვის (ამორტიზაციისათვის), სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების დროს, მოხელის განთავისუფლების დადგენილი წესის დარღვევისას, სამსახურიდან გათავისუფლებისას: დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო; ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის ან ატესტაციის შედეგების გამო; ასაკის ან სამსახურში მისაღებად დადგენილ მოთხოვნათა დაწესებულების მიზეზით დარღვევის გამო.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კომპენსაცია – ზიანიდან გამომდინარე ფულადი ანაზღაურება. კომპენსაცია გაიცემა მორალური ზიანის მიყენების, საკუთრების უფლების ჩამორთმევის და სხვ. შემთხვევებში.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. კომპენსაცია – პირის მიერ საქონლის მიწოდების, გაწეული მომსახურების ან მისივე ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება, გასამრჯელო, სარგებელი, საფასური, საზღაური.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12;   მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.   Source: საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, 1999 წლის 23 ივლისი, მუხლი 1;   პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.   Source: საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, 2005 წლის 27 დეკემბერი, მუხლი 4;   ;   ;   ;   ;   ;   ;   . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

4. კომპენსაცია – პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ან მისივე ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება, გასამრჯელო, სარგებელი, საფასური, საზღაური, ჯილდო.     მოხმობილია საიტიდან: http://www. finances.ge/

5. კომპენსაცია – ორგანიზმის დაზიანებული სისტემების, ორგანოებისა და ქსოვილების ფუნქციათა სრული, ან ნაწილობრივი აღდგენა, კომპენსატორული პროცესების ხარჯზე.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

6. კომპენსაცია –

E. Compensation

ვინმესთვის ზარალის ანაზღაურება, ანუ ის, რაც აუცილებელია უკანონო ქმედების (ან უმოქმედობის) შედეგის გასანეიტრალებლად შესაძლებლობის ფარგლებში, რათა აღდგეს ის მდგომარეობა, რომელსაც ადგილი ექნებოდა უკანონო ქმედების ჩაუდენლობის შემთხვევაში. \ კ-ს ყოველთვის არა აქვს ფულადი ფორმა. ზოგ შემთხვევაში, გარემოებათა გამო, გამოიყენება კ-ის სხვა ფორმები.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……