კომპიუტერული ვირუსი

კომპიუტერული ვირუსი – (ინტ.) computer virus პროგრამა, რომელსაც შეუძლია შექმნას თავისი დუბლიკატები, (არ არის აუცილებელი მათი ზუსტი დამთხვევა ორიგინალთან) და დანერგოს ისინი, გამომთვლელ ქსელებსა და/ან ფაილებში, კომპიუტერის სისტემურ არეებში ან სხვა ობიექტებში, მონაცემებისა და პროგრამების დამახინჯების ან განადგურების მიზნით. ამავე დროს დუბლიკატები ინარჩუნებენ თვითაღწარმოებისა და შემდგომი გავრცელების უნარს. ჩვეულებრივ, ეს პროგრამები ასემბლერის ენაზე არიან შედგენილნი და მონიტორის ეკრანზე შეტყობინებას, ან რაიმე სხვა კვალს არ სტოვებენ. ვირუსის გავრცელება ხდება ინტერნეტით ან ვირუსით დაზიანებული დისკის წაკითხვის პროცესში.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……