კონდომინიუმი

კონდომინიუმი

გარკვეული ტერიტორიის ერთობლივი მფლობელობა ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ასეთი მფლობელობის მონაწილე სახელმწიფოები ერთობლივად ახორციელებენ მოცემულ ტერიტორიაზე სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ხელისუფლებას. ეს ტერიტორია ამ სახელმწიფოების სუვერენული სივრცის ნაწილს შეადგენს. კ–ის მონაწილე სახელმწიფოთა სუვერენული მფლობელობის ურთიერთშეფარდება მოცემულ ტერიტორიაზე გამიჯნულია მათ შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებით. კ. პოლიტიკური და სამართლებრივი მმართველობის იშვიათი ფორმაა და ჩვეულებრივ, ხანგრძლივობით არ გამოირჩევა (მაგ., საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კ. ახალი ჰებრიდის კუნძულებზე, დიდი ბრიტანეთისა და ეგვიპტის კ. სუდანში და ა.შ.). კ. უნდა განვასხვავოთ სამხედრო ოკუპაციისაგან. კერძოდ, მოკავშირეების მიერ ომის შემდგომი გერმანიის ერთობლივი მმართველობა კ–ის მაგალითი არ არის.

მეორე მნიშვნელობით, კ. ალტერნატიული მსოფლიო მოდელია, როცა დომინანტი ზესახელმწიფოები ერთობლივად, შეთანხმებით მართავენ საერთაშორისო სისტემას. თუმცა, ამ მნიშვნელობით ეს ცნება უფრო ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. condominium

G. kondominium

L. con ერთად, თან dominatus ბატონობა

დადგენილ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებისგან შედგენილი უძრავი ქონების ერთიანი კომპლექსი, რომელიც იმყოფება ფიზიკური ან/და იურიდიული პირების ერთობლივ წილობრივ საკუთრებაში.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……