კონტოკორენტი

კონტოკორენტი

E. transaction account, running account, current account, continuing account, drawing account

It. contocorrente მიმდინარე ანგარიში

1. შეთანხმება მუდმივ საქმიან ურთიერთობებში მყოფ მხარეებს შორის. შეთანხმების ძალით მხარეები კისრულობენ პასუხისმგებლობას, საქმიანი კავშირებიდან წარმოშობილი მოთხოვნები და გადახდები შეიტანონ ანგარიშზე და ანგარიშის დახურვამდე მიიჩნიონ ხელშეუხებლად. ანგარიშის ნაშთი (სალდო) ექვემდებარება გადახდას შეთანხმებულ ვადაში. თუ ანგარიშის დახურვამდე ის მხარე, რომელსაც ეკუთვნის თანხის ნაშთი, არ მოითხოვს გადახდას, მაშინ იგი შეიტანება კონტოკორენტზე (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 906);

2. ანგარიში, რომელსაც ბანკი უხსნის თავის მუდმივ კლიენტებს მათ შორის ურთიერთანგარიშსწორებისათვის.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……