კრედიტორი

კრედიტორი

E. creditor, debtee

1. საკრედიტო ურთიერთობების ერთ-ერთი მონაწილე, სუბიექტი, რომელიც იძლევა სესხს; ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის წინაშეც ცალკეულ ორგანიზაციას აქვს დავალიანება, რაც გამოხატულია მის ბალანსში;

2. მხარე, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს მეორე მხარისგან (მოვალისაგან) გარკვეული ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) შესრულება;

3. საანგარიშსწორებო ვალდებულების ერთი მხარე (მევალე), რომელსაც აქვს უფლება მოსთხოვოს მეორე მხარეს (დებიტორს, მოვალეს), მოახდინოს ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული მოქმედება ან თავი შეიკავოს გარკვეული მოქმედებისაგან; სააღრიცხვო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის წინაშე დავალიანება აქვს მოცემულ საწარმოს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კრედიტორი – პირი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნა მოვალის მიმართ.   წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. კრედიტორი – პირი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა (მათ შორის, ვადამოუსვლელი მოთხოვნა).   Source: საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……