კრიშნაიდები

კრიშნაიდები

krishna ბნელი, მუქი, შავი; ვიშნუს ერთ-ერთი განსახიერება

„კრიშნას ცნობიერების საზოგადოებად” წოდებული სექტის წევრები – მისი ფუძემდებელია ბჰაქტივედანტა სვამი პრაბპუპადად წოდებული ინდოელი ქურუმი – აბჰაია ჩარან დე (1896-1977). ინდუიზმისგან განსხვავებით, რომელთაც ღმერთი უპიროვნოდ და შეუცნობლად მიაჩნიათ. ასწავლის, რომ უზენაესი ღვთაება არის კრიშნა, რომელიც სხვადასხვა სახით ევლინებოდა ქვეყნიერებას სხვადასხვა ეპოქაში. წმინდა წიგნად მიიჩნევენ „ბჰაგავატგიტას“. რელიგიურ და საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში იცავენ რიგ პრინციპებს. ცხოვრობენ თემებად, თავს იკავებენ ხორცის ჭამისგან, მკაცრად იცავენ ალკოჰოლის მოხმარებასთან, აზარტულ თამაშებთან, ქორწინების გარეშე ურთიერთობებთან დაკავშირებულ ტაბუს.

See also: ტრიმურტი

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……