კულტურული უფლებები

კულტურული უფლებები

E. Cultural rights

ეს უფლებები ადამიანის უფლებათა რამდენიმე დოკუმენტშია ჩამოყალიბებული: \nადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლი 27, §1: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით”. \ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის \nმუხლი 15, §1: “ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ადამიანის უფლებას: \ ა) კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობაზე; \nბ) სამეცნიერო პროგრესის შედეგებით სარგებლობასა და მის გამოყენებაზე; \ გ) მისი ავტორობით გამოცემული სამეცნიერო, ლიტერატურული და ხელოვნებასთან დაკავშირებული შრომების მორალური და მატერიალური ინტერესების დაცვაზე”. \ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მუხლი 27: „იმ ქვეყნებში სადაც არიან ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობები, ამ ჯგუფის წარმომადგენელს არ შეიძლება უარი ეთქვას ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად საკუთარი კულტურის გამოყენებაზე, საკუთარი რელიგიის აღსარებასა და მისი წეს-ჩვეულებების აღსრულებაზე, აგრეთვე მშობლიური ენის გამოყენებაზე”. \ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მუხლი 5: „…კულტურულ მოღვაწეობაში თანაბარი მონაწილეობის უფლება”. \ საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის პრინციპების დეკლარაციის მუხლი 1: „საკუთარი კულტურის განვითარება ყველა ხალხის უფლება და მოვალეობაა”.

See also: ადამიანური ღირსება, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ადამიანის უფლებები, ადამიანის უფლებები, თვითგამორკვევა, მატერიალური უფლებები, ეკონომიკური და სოციალური უფლებები

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……