მაგისტრატურა

მაგისტრატურა

აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევარის მომზადებას, აგრეთვე ამზადებს პირს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

E. the magistrates

L. magistratus

1. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, საფრანგეთში) სახელმწიფო ჩინოვნიკების კორპორაცია, რომელიც მართლმსაჯულებისა და საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქციებს ასრულებს. ზოგჯერ მას უწოდებენ საერთოდ სახელმწიფო ჩინოვნიკების კორპუსს;

2. ზოგიერთ ქვეყანაში მეორე აკადემიური ხარისხი (მაგისტრი) იმ პირთათვის, რომლებიც უნივერსიტეტს ან მასთან გათანასწორებულ უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებენ, აქვთ ბაკალავრის ხარისხი და 1-2-წლიანი სწავლების დამატებითი კურსი გაიარეს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……