მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადის გადახდის წესი

მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადის გადახდის წესი

E. the rule of paying of tax for pollution of environment by detrimental material

1. გადასახადის გადამხდელები, რომლებიც სტაციონარული წყაროებიდან აბინძურებენ გარემოს, ვალდებულნი არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ დამოწმებული საგადასახადო დეკლარაცია წარადგინონ საგადასახადო ორგანოში და გადაიხადონ გადასახადი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის;

2. გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის და თხევადი აირის იმპორტს, გადასახადს გადაიხდიან საქონლის განბაჟებამდე, რის შესახებაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს. დეკლარაციას საბაჟო ორგანოები საქონლის განბაჟებას ახდენენ მხოლოდ გადასახდის გადახდის შესახებ საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე;

3. გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ ბენზინის, დიზელის საწვავის, ნავთის, მაზუთის, ბუნებრივი და თხევადი აირის წარმოებასა და მიწოდებას, აგრეთვე, გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი აირის იმპორტს, გადასახადს იხდიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, რისთვისაც საგადასახადო ორგანოებს ამავე ვადებში წარუდგენენ დეკლარაციას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 202).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……