მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

თვით-რეგულირებადი ორგანო, რომელიც დაარსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2007 წლის იანვარში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიის რეგულირებასა და სტატუსის ამაღლებას, მასწავლებლის პროფესიული ცოდნის, საქმიანობის მაღალ სტანდარტს, სწავლებისა და სწავლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას მასწავლებლის, მოსწავლეებისა და საზოგადოების სასარგებლოდ.

ცენტრი ფართო პედაგოგიურ და სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობით ამზადებს საფუძვლიან რეკომენდაციებს მთავრობისათვის მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ცენტრის პრიორიტეტული ამოცანებია:

• პროფესიული სტანდარტების შექმნა და განვითარება;

• რეგისტრაციის, სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის სისტემების შექმნა;

• მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მიმზიდველი გარემოს შექმნა;

• კომუნიკაციისა და კვლევის ეფექტური საშუალებების განვითარება;

• ცენტრის ჩამოყალიბება მოქნილ, ეფექტურ და ეფექტიან ორგანიზაციად.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……