მერი

მერი

ქალაქის ადგილობრივი მმართველობის მეთაური. ქალაქის მ–ს ზოგიერთ ქვეყანაში ირჩევენ ქალაქის საკრებულოს დეპუტატები (ამგვარი პრაქტიკა გავრცელებულია საფრანგეთსა და შვეციაში) ან პირდაპირ ამომრჩევლები (ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში). სხვაგან, მაგ., ჰოლანდიაში ქალაქის მ. ინიშნება ცენტრალური ხელისუფლების მიერ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მოქმედების არანაკლებ თავისუფლებას ფლობს, ვიდრე არჩეული მ–ები სხვა ქვეყნებში.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

2. მერი – Mayor  – ქალაქის მეთაური, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. თვითმმართველი ქალაქის მერი – ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, აირჩევა საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……