მთავრობათშორისი კონფერენცია

მთავრობათშორისი კონფერენცია

E. Intergovernmental Conference (IGC)

მთავრობათშორის კონფერენციას იწვევენ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის მიზნით. კონფერენცია გულისხმობს წევრ სახელმწიფოებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რადგან სწორედ მთავრობათშორისი კონფერენციის შედეგია ცვლილებები ინსტიტუციურ და სამართლებრივ სისტემაში ან დამფუძნებელი ხელშეკრულებების შინაარსში \nევროგაერთიანების ისტორიაში შვიდი მთავრობათშორისი კონფერენცია ჩატარდა, მათ შორის ოთხი – 1985 წლის შემდეგ. მე-6 მთავრობათშორისი კონფერენცია დაიწყო 1996 წლის 29 მარტს და დასრულდა ამსტერდამის ევროპულ საბჭოზე 1997 წლის 16 და 17 ივნისს ამსტერდამის ხელშეკრულების მიღებით. იმის გათვალისწინებით, რომ ამსტერდამის ხელშეკრულებამ არ წარმოადგინა ყველა საჭირო ინსტიტუციური რეფორმა გაფართოების შემდგომ ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ევროპულმა საბჭომ კიოლნის სამიტზე (1999 წ) გადაწყვიტა მე-7 მთავრობათშორისი კონფერენციის ჩატარება (2000 წ), რომელიც ნიცის ხელშეკრულების მიღებით დასრულდა. ამ კონფერენციაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება კომისიის მოცულობასა და შემადგენლობაზე, მინისტრების საბჭოში ხმების დატვირთვასა და კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის გახშირების თაობაზე ევროკავშირის გაფართოების შემდეგ \nკონფერენციის მიმდინარეობისას ტარდება რეგულარული შეხვედრები, ძირითადად, თვეში ერთხელ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციურ საკითხებზე პასუხისმგებელი კომისიის წევრებისაგან შემდგარი ჯგუფი ხოლო პრაქტიკული საკითხების მოგვარება ხდება საბჭოს გენერალური სამდივნოს მიერ \nკონფერენციის განმავლობაში ევროპარლამენტი საქმის კურსშია და შესაძლებლობა აქვს გამოთქვას თავისი მოსაზრებები ნებისმიერ განსახილველ საკითხზე.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……