მიგრაცია

მიგრაცია

E. Migracion

ცალკეული პირების, ან ჯგუფების მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადასახლების მიზეზებისა და მიზნების მიუხედავად. მ-ის მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ეკოლოგიური კატასტროფები თუ პოლიტიკური მოტივები, ისე უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივები, ან პოლიტიკური დაცულობა გადასახლების ადგილას. საზღვრის გადამკვეთთა მცირე ნაწილს თავშესაფრის მაძიებლები შეადგენენ. ესეც მ-ის ერთ-ერთი სახეა.

See also: თავშესაფარი

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ.: დასი, 1999 – 128გვ.

ადამიანების გადასვლა ერთი რეგიონიდან მეორეში (შიდა მ.), ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში (გარე მ.) ან კიდევ მოსახლეობის პერიოდული გადინება–შემოდინება ერთი რეგიონიდან მეორეში (ქანქარისებური მ.), სიკვდილიანობისა და შობადობის კოეფიციენტთან ერთად მ–ის კოეფიციენტის საშუალებით განისაზღვრება მოსახლეობის ზრდა–შემცირების დინამიკა.

See also: ემიგრაცია, საერთაშორისო მიგრაცია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]

E. migration

სახელმწიფოს შიგნით ან ქვეყნებს შორის მოსახლეობის გადაადგილება საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზნით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. მიგრაცია – ინდივიდების ან სოციალური ჯგუფების მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის პროცესი, რაც გამოიხატება სხვა ქვეყანაში, გეოგრაფიულ რაიონში ან რეგიონში გადაადგილებაში. (სოც. და მარკ.კვლ.)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……