მილიცია

მილიცია

E. Milicia

1. სამხედრო ძალები, რომელთა ფორმირება (როგორც წესი, საგანგებო ვითარებებში) რეგულარული არმიისაგან დამოუკიდებლად ხდება. ეს ნაციონალური ძალები მთავრობის განკარგულებით ყალიბდება და ამით განსხვავდება პარტიზანული რაზმებისაგან.

2. სამართალდამცავი ორგანოების, კერძოდ კი, პოლიციის სინონიმი ზოგიერთ ქვეყანაში.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

Pol. milicja

G. militie

L. militia ჯარი, სამხედრო სამსახური

ზოგიერთ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების სისტემა, რომლის ფუნქციას შეადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულთან ბრძოლა, მოქალაქის პირადი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და მისი ქონების, საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისგან.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……