მობილიზაცია

მობილიზაცია

E. mobilization

Fr. mobilisation

L. mobilis მოძრავი, მსუბუქი, მსუბუქად გადაადგილებადი

1. ომის დროს სამხედრო ვალდებული პირების ჯარში გაწვევა;

2. სამხედრო ძალების მშვიდობიანი მდგომარეობიდან სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკისა და სახელმწიფო ორგანოების სამხედრო მდგომარეობაზე გადაყვანა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. მობილიზაცია – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს შექმნილი სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის საჭიროებისათვის გამოყენებას (მობილიზაცია შეიძლება იყოს როგორც საერთო, ისე ნაწილობრივი).   Source: საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……