მოდული

მოდული

სწავლების დამოუკიდებელი, თანამიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანამიმდევრობა. სასწავლო გეგმა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე მოდულისაგან (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ; მუხლი 2).

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

Math. რიცხვი, რომელზეც უნდა გავამრავლოთ ერთი სისტემის ლოგარითმი მეორე სისტემის ლოგარითმის მისაღებად

Archit. გაზომვის ამოსავალი ერთეული, რომელსაც ადგენენ მოცემული არქიტექტურული ნაგებობისთვის და იყენებენ საზომად შენობის ცალკეული ნაწილის თანაზომიერების დასაცავად.

E. module

L. modulus ზომა

1. რაიმე სისტემის, ორგანიზაციის, მოწყობილობის პირობითად გამყოფი, დამოუკიდებელი ნაწილი;

2. ზუსტ მეცნიერებებში: ზოგიერთი მნიშვნელოვანი კოეფიციენტის სახელწოდება; მსახვარი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. მოდული – დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის დამოუკიდებელი ბლოკი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ სფეროს და რომელშიც ასახულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები.   Source: საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“, 2001 წლის 8 ივნისი, მუხლი 5;   სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას.   Source: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, 2004 წლის 21 დეკემბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……