მოვალეობა

მოვალეობა

E. Duty

კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედების, ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მორალური, ან იურიდიული ვალდებულება. ადამიანმა ან სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ადამიანის უფლებათა აფრიკული და აზიური ქარტიის გარდა, ძნელად თუ მოიძებნება თუნდაც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი, ადამიანის უფლებეთან ერთად მის მ-საც რომ აწესებდეს. ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში (29-ე მუხლის § 1) ნათქვამია: „ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე…”, მაგრამ არ არის განმარტებული, რომელ მოვალეობებზეა ლაპარაკი. ადამიანის უფლებებსა და მის მ-ებს შორის კავშირი სადავოა. სახელმწიფოს კი, ძირითადად, საერთაშორისო ვალდებულებები აკისრია.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. duty, obligation

უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, სამართლის ნორმის საფუძველზე შესასრულებელი ქცევა (მოქმედება ან უმოქმედობისაგან თავის შეკავება).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……